1.1 რესურსების გადაზიდვა და მომარაგების პროცესი დასაშვებია შუალედში: 12:00-დან 00:00 საათამდე.
აკრძალულია ნებისმიერი ტიპის მომარაგება დღის ყველაზე ცხელ პერიოდში — 18:30-დან 20:00 საათამდე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
1.2 მთელი კოლონის გადაადგილება, ესკორტი და თავდასხმა მკაცრად უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ და დახაზულ მარშრუტზე (მარშრუტის თვითნებური შეცვლა იკრძალება). | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
1.3 ოფიციალური შეტყობინება მომარაგების დაწყების შესახებ იგზავნება მკაცრად უნივერსალური /GOV ჩატის გამოყენებით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
1.4 კოლონის გადაადგილების, ესკორტისა და დაცვის დროს მკაცრად იკრძალება პირადი ტრანსპორტის გამოყენება. | სპეც. ციხე 240 წუთი + გაფრთხილება
1.5 ცეცხლსასროლი შეტაკების დროს აბსოლუტურად იკრძალება ტრანსპორტით მოძრაობა.
გამონაკლისი: სახელმწიფო სტრუქტურის მანქანებს სროლის დაწყებისას ეძლევათ პოზიციებზე გადასვლის უფლება; კრიმინალურ მხარეს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ გადაკეტილი ტრანსპორტიდან ორი მანქანა პოზიციური წერტილების დასაკავებლად. (კოლონას მოძრაობის გაგრძელება ეკრძალება). | სპეც. ციხე 120 წუთი
1.6 ბრძოლის მიმდინარეობისას კატეგორიულად აკრძალულია დაჭრილი მოთამაშეების გაცოცხლება (გაცოცხლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთლიანი სროლები და ბრძოლა სრულად დასრულდება). | სპეც. ციხე 120 წუთი
1.7 აკრძალულია თავდასხმის ან დაცვის ტერიტორიის თვითნებურად დატოვება ბრძოლის ოფიციალურ დასრულებამდე. | სპეც. ციხე 120 წუთი
1.8 კრიმინალურ ფრაქციებს ეკრძალებათ სატვირთოების წაყვანა მანამ, სანამ სახელმწიფო თანამშრომლებს ბოლომდე არ მოიგერიებენ; ასევე, სახელმწიფო სტრუქტურას ეკრძალება სატვირთოების დაძვრა, სანამ კრიმინალური მხარე ჯერ კიდევ აქტიურ ბრძოლაშია. | სპეც. ციხე 120 წუთი
1.9 მკაცრად იკრძალება ნებისმიერი სახის OOC ინფორმაციის გამოყენება ორივე მხარისთვის.
1.10 მომარაგების მიმდინარეობისას რაიმე ტიპის ძარცვა, ქონების ახევა ან გატაცება დაუშვებელია. | სპეც. ციხე 180 წუთი + გაფრთხილება
1.11 მომარაგებისა და თავდასხმის პროცესში ორგანიზაციიდან მინიმუმ 2 მოთამაშე ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს სრული ვიდეო მტკიცებულება (დაწყებიდან დასრულებამდე მონტაჟისა და ეფექტების გარეშე). | გაფრთხილება ლიდერს
1.12 მომარაგების დროს მკაცრად იკრძალება ხელოვნურად მაღალი წერტილების დაკავება (კოლონის მოსვლამდე). მაღალი წერტილის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კოლონის მისვლის და ცეცხლის ორმხრივად გახსნის შემდეგ, სადაც მისვლა შესაძლებელია ფეხით, ყოველგვარი აბსურდული ანიმაციების ან კიბეებზე ხოხვის გარეშე. | სპეც. ციხე 120 წუთი
1.13 გზის ოფიციალური გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ტალღაზე ARMY გააკეთებს სავალდებულო ოფიციალურ განცხადებას ("ქალაქსა და მაგისტრალზე გაივლის დატვირთული კოლონა...").
განმარტება: კრიმინალებს შეკრება და მობილიზაცია შეუძლიათ მხოლოდ ცარიელი კოლონის გავლისას, ხოლო გზის სრულფასოვანი გადაკეტვა ხდება მხოლოდ დატვირთული კოლონის გამოჩენისას (წინასწარ, ცარიელ კოლონაზე გზის გადაკეტვა მკაცრად იკრძალება). | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
1.14 წარმატებული თუ წარუმატებელი მომარაგების დასრულების შემდეგ, იმავე ფრაქციას ეკრძალება მომარაგების ხელმეორედ წამოწყება მომდევნო 60 წუთის განმავლობაში. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
1.15 მომარაგებაზე თავდასხმის ფიქსაციისას, ძალოვანი სტრუქტურები ვალდებულნი არიან ადეკვატურად გასცენ პასუხი და გაუხსნან საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს. | სპეც. ციხე 240 წუთი + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2. სახელმწიფო ფრაქციების სპეციალური რეგლამენტი
2.1 ARMY-ს ლიდერი სრულად არის პასუხისმგებელი კოლონის ორგანიზებაზე და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაზე.
2.2 დახმარების ოფიციალური მოთხოვნა ხორციელდება მხოლოდ შიდა დეპარტამენტის რაციიდან (/Dep), სადაც დასაშვებია მხოლოდ ერთი დამატებითი ფრაქციის (LSPD, FIB ან LSSD) დახმარების მიღება. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.3 კოლონის წარმატებით გატანისა და გადაკეტვის გადალახვის შემდეგ, განმეორებითი მომარაგება იკრძალება 1 საათის განმავლობაში. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.4 ჩატვირთვის პროცესის დასრულების შემდეგ კოლონის გაჩერება/დაყოვნება 10 წუთზე მეტი ხნით აკრძალულია. თუ რომელიმე მხარე აგვიანებს, კოლონა ვალდებულია დროულად დაიძრას. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.5 მატერიალების ფიზიკური ჩატვირთვის დრო არ არის შეზღუდული.
2.6 კოლონის ნებისმიერ ერთეულს ეკრძალება მოძრაობის გაგრძელება, თუ გზა ფიზიკურად გადაკეტილია.
გამონაკლისი: თუ გზა ბოლომდე არ არის ჩახერგილი ან გადაკეტვაზე დგას 6-ზე ნაკლები მანქანა, მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს გზა. | სპეც. ციხე 120 წუთი (მძღოლს) / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.8 ესკორტის ფორმატი: კოლონას წინ აუცილებლად უნდა მიჰყვებოდეს 1 ჯავშანმანქანა (Insurgent), ხოლო ბოლოში — 2 დამცავი ავტომობილი (Humer). | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
2.9 საჰაერო მხარდაჭერა: დასაშვებია 1 გამცილებელი და 1 გამაგრებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
2.10 სახელმწიფო სტრუქტურებიდან (LSPD, FIB, ARMY, GOV, LSSD) ესკორტში მონაწილე მინიმალური შემადგენლობა უნდა შეადგენდეს 8 მოთამაშეს. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს
2.11 მომარაგებაში მონაწილე სახელმწიფო ძალების საერთო მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 40 კაცს (ხოლო ოფიციალური დამხმარე ძალის მაქსიმალური ლიმიტია 20 კაცი, რომლებიც გამოცხადდნენ /Dep გამოძახებით). | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.12 კოლონის მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის ძრავის განზრახ ჩაქრობა მკაცრად აკრძალულია. | სპეც. ციხე 180 წუთი (მძღოლს)
2.13 ARMY ვალდებულია კოლონის დაძვრამდე ზუსტად 1 წუთით ადრე გადასცეს სახელმწიფო ტალღაზე ოფიციალური გაფრთხილება ქალაქში კოლონის გადაადგილების შესახებ. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.14 აკრძალულია მომარაგების ესკორტში ნებისმიერი მესამე (გარეშე) ფრაქციის მონაწილეობა, რომელსაც არ ეძლევა რესურსი და არ მონაწილეობს ორგანიზებაში. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.15 მომარაგებაში მონაწილე ყველა სახელმწიფო თანამშრომელი ვალდებულია იმყოფებოდეს სახელმწიფო დისკორდის ან რაციის შესაბამის საკომუნიკაციო არხში.
2.16 ARMY-ს მკაცრად ეკრძალება მომარაგების პროცესში რაიმე ტიპის საბრძოლო/ბომბდამშენი ვერტმფრენის ან თვითმფრინავის გამოყენება. | სპეც. ციხე 480 წუთი + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.17 მკაცრად იკრძალება სამარაგო ტრანსპორტების ("მატავოსკების") დაზიანება, დახურვა ან ხელოვნურად დაბლოკვა — ისინი მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს კრიმინალური მხარისთვისაც. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
2.18 არმიას ეკრძალება დატვირთული სატვირთოების განზრახ წყალში გადაყრა ან მიტოვება რესურსების მითვისების/დამალვის მიზნით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
3. კრიმინალური ორგანიზაციების რეგლამენტი
3.1 კოლონაზე თავდასხმა დასაშვებია მხოლოდ გზის სრულფასოვანი და წესების შესაბამისი გადაკეტვის მერე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
3.2 მკაცრად აკრძალულია კოლონაზე თავდასხმა იმ მომენტში, როდესაც მიმდინარეობს მედიკამენტების ფიზიკური ჩატვირთვა. | სპეც. ციხე 240 წუთი + გაფრთხილება
3.3 გზის ბლოკირებაში მონაწილე ავტომობილების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6 მანქანისა. | გაფრთხილება ლიდერს
3.4 თავდასხმაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ოფიციალურად ირიცხებიან კრიმინალურ ორგანიზაციაში. | სპეც. ციხე 240 წუთი / გაფრთხილება ლიდერს
3.5 თუ ორი სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფება ერთდროულად ცდილობს ერთსა და იმავე მომარაგებაზე თავდასხმას, ისინი ვალდებულნი არიან ჯერ ერთმანეთში გაარკვიონ ურთიერთობა (იბრძოლონ), სანამ კოლონას თავს დაესხებიან (გამონაკლისია წინასწარ შეთანხმებული მოკავშირე ფრაქციები). | გაფრთხილება ლიდერს
3.6 გზის გადაკეტვა დასაშვებია მკაცრად კანონპროექტით დადგენილ და წინასწარ დახაზულ ზონებში. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
3.7 ერთ კრიმინალურ ორგანიზაციას უფლება აქვს 24 საათის განმავლობაში თავს დაესხას მედიკამენტების მომარაგებას მაქსიმუმ 2-ჯერ, ხოლო მატერიალების მომარაგებას — მხოლოდ 1-ხელ. | გაფრთხილება ლიდერს
3.8 თავდასხმაში მონაწილე კრიმინალების მინიმალური რაოდენობა არის 15 კაცი, ხოლო მაქსიმალური ლიმიტი — 50 კაცი. | გაფრთხილება ლიდერს
3.9 მატერიალების წარმატებით ხელში ჩაგდების შემთხვევაში, კრიმინალური ფრაქცია ვალდებულია სატვირთოები მიიყვანოს პირდაპირ თავიანთ ოფიციალურ ტიტულოვან ტერიტორიაზე. | სპეც. ციხე 120 წუთი + გაფრთხილება ლიდერს
3.10 მომარაგებაზე თავდასხმის დროს ყველა მონაწილე კრიმინალი ვალდებულია ატაროს ფრაქციის ოფიციალური დრესკოდი (რომელიც მინიმუმ 50%-ით უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს). | სპეც. ციხე 120 წუთი