ოპერატიული საგამოძიებო პროცედურები და ტესტირების ინსტრუქცია
ძირითადი ტერმინები და ცნებები
- გამოკითხვა: საგამოძიებო მოქმედება, რომლის ფარგლებშიც უწყების წარმომადგენელი უსვამს კითხვებს ფიგურანტს ინციდენტთან ან სამართალდარღვევასთან დაკავშირებით.
- მტკიცების დეტექტორი (პოლიგრაფი): სპეციალიზებული აპარატურა, რომელიც აანალიზებს ორგანიზმის ბიოლოგიურ რეაქციებს (გულისცემის დინამიკას, სუნთქვის სიხშირეს, კანის რეაქციას) და ადგენს ნათქვამის სანდოობას. ტექნოლოგიური პროცესი რეგულირდება დამხმარე არხების (/me, /do, /try) მეშვეობით.
- სპეციალური საგამოძიებო სივრცე: მკაცრად იზოლირებული, აკუსტიკურად დამუშავებული ოთახი, რომელიც აღჭურვილია უწყვეტი ვიდეო-აუდიო ჩაწერის სისტემით.
I. მოსამზადებელი ეტაპი და პროცედურული ნორმები
- 1.1 პირის გამოკითხვის სივრცეში შეყვანამდე, ის სავალდებულო წესით უნდა გაიჩხრიკოს და ჩამოერთვას ყველა აკრძალული ან არალეგალური ნივთი (თუ ეს პროცედურა ადრე არ ჩატარებულა). | სპეც. ციხე: 120წუთი.
- 1.2 მკაცრად მოითხოვება ფიგურანტის იდენტიფიკაციის დოკუმენტაციის სრული შემოწმება. | სპეც. ციხე: 120წუთი.
- 1.3 ფიგურანტის უსაფრთხოდ გადაყვანა და განთავსება საგამოძიებო სივრცეში.
- 1.4 საგამოძიებო ოთახის ვიდეომონიტორინგისა და ჩაწერის სისტემის აქტივაცია. (განმარტება: პროცესი ფიქსირდება უწყვეტად, დაწყებიდან დასრულებამდე).
- 1.5 შეკითხვაზე მიღებული პასუხის გადამოწმება ხორციელდება სპეციალური (/try) ალგორითმით.
პროცესის მაგალითი:
გამომძიებელი: ირიცხებით თუ არა რაიმე სახის არალეგალურ გაერთიანებაში? დაკითხული: არა. გამომძიებელი: /try დეტექტორმა დააფიქსირა ტყუილი (წარმატებით / წარუმატებლად)
- წარმატებით: ფიგურანტი ვალდებულია გასცეს სინამდვილეზე დაფუძნებული პასუხი.
- წარუმატებლად: ნათქვამი მიიღება სინამდვილედ.
II. საგამოძიებო პროცესის ზოგადი რეგულაციები
- 2.1 ფიგურანტის გამოკითხვისთვის უწყების (FIB) აგენტებს უნდა გააჩნდეთ მყარი და დოკუმენტირებული IC საფუძველი. | სპეც. ციხე: 120 წუთი. (შენიშვნა: სავალდებულოა ვიდეომტკიცებულების არსებობა).
- 2.2 პროცედურის მიმდინარეობისას აგენტები ვალდებულნი არიან დაიცვან პროფესიული ეთიკა. ყოველგვარი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა მკაცრად აკრძალულია. | სპეც. ციხე: 120 წუთი + გაფრთხილება.
- 2.3 ერთ პროცესზე დასაშვებია მაქსიმუმ 10 შეკითხვის დასმა (5 ოფიციალური და 5 არაოფიციალური). ფიგურანტს წინასწარ უნდა ეცნობოს კითხვის სტატუსი. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
- 2.4 აბსოლუტურად იკრძალება OOC ხასიათის ინფორმაციის, მესამე მხარის კომუნიკაციის (Discord screen-share) ან წინასწარ მომზადებული კითხვების გამოყენება. | სპეც ციხე 120 წუთი + გაფრთხილება.
- 2.5 მკაცრად აკრძალულია IC და OOC სივრცეებს შორის თვითნებური გადართვა (გამონაკლისი: მხარეთა ორმხრივი თანხმობა). | Mute 60 წუთი + გაფრთხილება.
- 2.6 აკრძალულია ერთი და იმავე შინაარსის შეკითხვის ხელმეორედ დასმა ფორმულირების მსუბუქი ცვლილებით. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
- 2.7 ერთი პირის გამოკითხვის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 60 წუთს (ითვლება ოთახში შესვლის მომენტიდან). | პროსტატუსი: დამნაშავის გაშვება + სპეც. ციხე: 120 წუთი.
- 2.8 დეტექტორის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გამართული და რეალისტური RP თამაშის პირობებში. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
- 2.9 ოფიციალური ხასიათის შეკითხვებზე პასუხი მკაცრად უნდა შემოიფარგლოს ფორმატით „კი“ ან „არა“. | სპეც. ციხე: 180 წუთი.
- 2.10 აპარატურის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ფედერალური უწყების შენობაში მდებარე სპეციალურ სივრცეში.
- 2.11 დეტექტორის მიერ სიცრუის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი სვამს შესაბამის დამაზუსტებელ კითხვებს.
- 2.12 მთელი საგამოძიებო პროცესი სავალდებულო წესით ექვემდებარება ვიდეოფიქსაციას. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
- 2.13 თითოეული შეკითხვა მკაცრად უნდა იწყებოდეს სათანადო წინსართით: „პირველი ოფიციალური კითხვა“ ან „პირველი არაოფიციალური კითხვა“. | სპეც. ციხე: 180 წუთი.
- 2.14(/DO) არხის გამოყენება შეკითხვების დასასმელად კატეგორიულად აკრძალულია. | სპეც ციხე 240 წუთი + გაფრთხილება.
- 2.15 აკრძალულია გამოკითხვის პროცესის განზრახ გაწელვა ან შეფერხება. | გაფრთხილება.
- 2.16 ოთახში ერთდროულად ყოფნა შეუძლია არაუმეტეს 3 პირისა (1 ფიგურანტი და 2 ფედერალური აგენტი). | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
- 2.17 აგენტებს ეკრძალებათ გამოკითხვის პროცესში კავშირის გაწყვეტა ან AFK რეჟიმში გადასვლა. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
- 2.18 აკრძალულია ფიგურანტის ღირსების შემლახველი იძულებითი ქმედებები (ფიზიკური ვარჯიშები, ლექსების თქმა და ა.შ.).
III. ფიგურანტის (დაკითხულის) ვალდებულებები და უფლებები
- 3.1 ფიგურანტი ვალდებულია დაემორჩილოს უწყების წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნებს და დაიცვას შიდა რეგლამენტები.
- 3.2 დასაშვებია ინფორმაციის მიწოდება პარტნიორი ან დაკავშირებული ორგანიზაციების შესახებ.
- 3.3 კატეგორიულად აკრძალულია გარე (OOC) წყაროების, დისქორდის დემონსტრირების ან უკანონო ინფორმაციის გამოყენება.
- 3.4 ოფიციალურ კითხვებზე ფიგურანტი ვალდებულია გასცეს არასწორი (ცრუ) პასუხები.
- 3.5 დეტექტორის მიერ სიცრუის გამოვლენის შემთხვევაში, პირი ვალდებულია თქვას სიმართლე (აღნიშნული ვრცელდება დამაზუსტებელ კითხვებზეც).
- 3.6 აგენტების მიერ წესების დარღვევის ფიქსაციისას, ფიგურანტს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესი ყოველგვარი სანქციის გარეშე.
- 3.7 ფიგურანტს ეკრძალება პროცესის მიმდინარეობისას AFK რეჟიმში გადასვლა. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
- 3.8 პროცედურისთვის თავის არიდება ან იგნორირება განიხილება როგორც პროცესის თავიდან არიდება (RP AVOID). | სპეც. ციხე: 240 წუთი + გაფრთხილება.
IV. აპარატურის ტექნიკური მუშაობის პრინციპი და გათამაშება
მუშაობის თანმიმდევრობა
- გამომძიებელი სვამს კითხვას (ტექსტური ან ხმოვანი არხით).
- ფიგურანტი აფიქსირებს პასუხს.
- გამომძიებელი ატარებს შემოწმებას /try ბრძანებით.
- წარმატებით → პირი ვალდებულია თქვას სიმართლე.
- წარუმატებლად → პასუხი მიიღება სიმართლედ.
აპარატურის ინსტალაციის RP გათამაშება:
/do მაგიდაზე დევს პოლიგრაფის მოწყობილობა.
/me შეაერთა პოლიგრაფის მოწყობილობა დენცქვიტაში.
/do პოლიგრაფის მოწყობილობა დაკავშირებულია დენთან.
/me პოლიგრაფის მოწყობილობა დაუკავშირა კომპიუტერს USB კაბელის საშუალებით.
/do პოლიგრაფის მოწყობილობა დაკავშირებულია კომპიუტერთან.
/me უმაგრებს ინდივიდს პოლიგრაფის კაბელებს გულმკერდისა და მაჯის არეზე.
/do კაბელები დამაგრებულია.
/do პოლიგრაფის მოწყობილობა იწერს სუნთქვის სიჩქარეს, სისხლის წნევას, პულსის ნორმას, ოფლის გამოყოფის დონესა და აღიქვამს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ სურათს.
/try პოლიგრაფმა აღმოაჩინა სიცრუე.