სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების (რეიდების) რეგლამენტი და პროცედურები
ოპერაციის არსი: რეიდი წარმოადგენს ძალოვანი უწყებების (FIB, LSPD) მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ მასშტაბურ ღონისძიებას, რომლის მიზანია ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატების ან კრიმინალური გაერთიანებების ნეიტრალიზაცია, უკანონო აქტივების ამოღება და ტერიტორიული კონტროლის დამყარება. ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება ტერიტორიის სრული პერიმეტრული გაწმენდა, მობილური საშუალებებისა და ფიგურანტების ინდივიდუალური შემოწმება. (შენიშვნა: პირები, რომლებსაც არ აღმოაჩნდებათ უკანონო ნივთები, ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას). ოპერაციაში ერთობლივად მონაწილეობენ FIB, LSPD და სამხედრო ძალების (Army) წარმომადგენლები.
I. რეიდის დანიშვნისა და მომზადების საფუძვლები
ოპერაციის დაწყების სამართლებრივი წინაპირობები:
- კრიმინალური სინდიკატებისა და გაერთიანებების მხრიდან კანონმდებლობის სისტემატური და მძიმე დარღვევა.
- ტერორისტული ხასიათის ქმედებების ორგანიზება ან შესრულება.
- სახელმწიფო ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მძევლად აყვანის ფაქტები.
საგამოძიებო საქმის (Casefile) სავალდებულო კომპონენტები:
- სისხლის სამართლის კოდექსის მასშტაბური დარღვევები მინიმუმ 3 ცალკეულ ეპიზოდში.
- დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული სუბიექტი წარმოადგენს ფიქსირებულ კრიმინალურ ჯგუფს. (დაზუსტება: აუცილებელია ვიდეომტკიცებულება, სადაც ნათლად ჩანს ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული და შემდგომი გადაადგილება კონკრეტულ მისამართზე, ან მტკიცებულება იმისა, რომ დარღვევაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება ეკუთვნის აღნიშნულ ორგანიზაციას).
- ტრანსპორტის კუთვნილების დამადასტურებელი საბუთები.
- ოპერატიული მონაცემები ჯგუფის უკანონო საქმიანობაზე (გატაცებები, ძარცვა, არალეგალური ბრუნვა).
II. ოპერაციის ჩატარების ძირითადი წესები
- 1.1 რეიდის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალური ორდერის დამტკიცების, ძალოვანი ფრაქციების მთავარი კურატორისა და ხელმძღვანელი ადმინისტრაციის თანხმობის საფუძველზე. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 1.2 ოპერაციის მიმდინარეობისას ტერიტორიიდან კავშირის გაწყვეტა (თამაშის დატოვება) მკაცრად აკრძალულია. | სპეც. ციხე: 240 წუთი + გაფრთხილება. (გამონაკლისი: ტექნიკური ხარვეზი, რომლის დამტკიცებაც შესაძლებელია ვიდეომტკიცებულებით).
- 1.3 ცეცხლსასროლი კონტაქტის დროს დაუშვებელია დავარდნილი იარაღის აღება ან რაიმე სახის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენება. | სპეც. ციხე: 60-120 წუთი.
- 1.4 აქტიური სროლის ფაზაში დაუშვებელია გონებადაკარგული (დავარდნილი) მოთამაშის ფეხზე წამოყენება (რეანიმაცია). | სპეც. ციხე: 120 წუთი.
- 1.5 ოპერაცია ხორციელდება ექსკლუზიურად სამიზნე ორგანიზაციის ან ოჯახის ბაზირების ტერიტორიაზე. | სპეც. ციხე: 180 წუთი.
- 1.6 ღონისძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილი პირები ახორციელებენ ადგილზე მყოფი ნებისმიერი ფიგურანტისა თუ გამვლელის გაჩხრეკას.
- 1.7 ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფო ძალების პირადი შემადგენლობა არ უნდა იყოს 20 თანამშრომელზე ნაკლები. | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 1.8 ოპერატიულ პროცესში მკაცრად იკრძალება ნებისმიერი სახის OOC ინფორმაციული რესურსის გამოყენება. | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 1.9 ოპერაციის შედეგების დინამიკა:
- კრიმინალური მხარის გამარჯვება: ორგანიზაცია იღებს სრულ იმუნიტეტს რეიდების მიმართ მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
- ძალოვანი უწყებების გამარჯვება: სამიზნე ფრაქციას ეყინება ყოველგვარი IC აქტივობა 48 საათის განმავლობაში, უქმდება საწყობის მატერიალური რეზერვის 60% და ლიდერს ეწერება 1 მკაცრი ფრაქციული გაფრთხილება. (შენიშვნა: ნებადართულია მონაწილეობა ისეთ OOC ღონისძიებებში, როგორიცაა BizWar ან ტერიტორიული დაპირისპირებები).
- 1.10 სამიზნე ობიექტზე შეჭრამდე, ძალოვანმა სტრუქტურებმა სავალდებულო წესით უნდა შემოარტყან ალყა პერიმეტრს და შეაფასონ სიტუაცია (მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში). | გამონაკლისი: კრიმინალური მხარის მიერ პირველად ცეცხლის გახსნის შემთხვევაში ძალოვანებს აქვთ დაუყოვნებლივი რეაგირების უფლება.
- 1.11 პერიმეტრის სრული გაწმენდის შემდგომ, დასაშვებია ტერიტორიაზე არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალების შემოწმება.
- 1.12 მკაცრად იკრძალება სიკვდილის შემდეგ იმავე ადგილას დაბრუნება (RK). | სპეც. ციხე: 120 წუთი.
III. სამთავრობო ძალების სპეციალური რეგლამენტები
- 2.1 ოპერაციის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 30 წუთზე ნაკლები. | ოპერაციის გაუქმება + ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 2.2 უმცროსი წოდების თანამშრომლებს (კადეტები, დამწყებები) ეკრძალებათ რეიდში მონაწილეობა. | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 2.3 ორგანიზატორი სტრუქტურის ხელმძღვანელი ვალდებულია წინასწარ, დადგენილ დროში აცნობოს კურატორს ოპერაციის ზუსტი გრაფიკი. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 2.4 გადაადგილებისთვის დასაშვებია მხოლოდ უწყებრივი კუთვნილების ოფიციალური ტრანსპორტი. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
- 2.5 ოპერაციაში ჩართული უნდა იყოს მინიმუმ ორი სხვადასხვა ძალოვანი უწყება. | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 2.6 ღონისძიებას სავალდებულო წესით უნდა ესწრებოდეს ფრაქციის ლიდერი ან უფლებამოსილი მოადგილე. | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 2.7 თითოეული უწყებიდან სავალდებულოა მინიმუმ 2 თანამშრომლის მიერ სრული ვიდეოფიქსაციის წარმოება. | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 2.8 ძირითად ტრანსპორტად გამოყენებული უნდა იქნას დაჯავშნილი სპეცტექნიკა (Insurgent ტიპის მანქანები). | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 2.9 თუ დასარეიდებელი ობიექტის სიახლოვეს მიმდინარეობს სხვა სათამაშო აქტივობა (ბიზვარი, ტერიტორიული ომი), ძალოვან სტრუქტურას უფლება აქვს გააგრძელოს რეიდი, ხოლო პარალელური აქტივობა ავტომატურად უქმდება.
- 2.10 აკრძალულია ცეცხლის გახსნა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება. (გამონაკლისი: თავდაცვა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხის შექმნა).
- 2.12 ოპერაციამდე 5 წუთით ადრე აუცილებელია სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგენტის გაგზავნა პერიმეტრის შესაფასებლად ისე, რომ ეჭვი არ იქნას მიტანილი.
- 2.13 ორდერის გამოცემის მომენტიდან ძალოვანებს ეძლევათ 48 საათი ღონისძიების ჩასატარებლად.
- 2.14 მედია კომპანიის (Weazel News) თანამშრომლებს უფლება აქვთ დაესწრონ პროცესს ხელმძღვანელ პირთან წინასწარი შეთანხმებით.
- 2.15 ღონისძიებები ტარდება შუალედში 15:00 საათიდან 00:00 საათამდე. (შენიშვნა: მკაცრად აკრძალულია რეიდის ჩატარება 18:00-დან 20:00 საათამდე). | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 2.16 ოფიციალურ ორდერს გასცემს მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 2.17 დოკუმენტი ქვეყნდება სახელმწიფო უწყებების დახურულ დისქორდ არხში დაწყებამდე ზუსტად 5 წუთით ადრე. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 2.18 ტერიტორიაზე მდებარე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება ხორციელდება ექსკლუზიურად /try ბრძანებით (მაქსიმუმ 2 მცდელობა). უკანონო ნივთები ამოღებულ უნდა იქნას მტკიცებულებათა ჩანთაში ვიდეოფიქსაციის თანხლებით.
- 2.19 ამოღებული ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად იკრძალება. | სპეც. ციხე: 240 წუთი + ნივთების სრული აღდგენა.
- 2.20 ხელმძღვანელობს ის ფრაქცია, რომელმაც შეადგინა საგამოძიებო საქმე (Casefile). | ლიდერის გაფრთხილება.
- 2.21 თანამშრომლები ვალდებულნი არიან ოპერაციის მიმდინარეობისას იმყოფებოდნენ უწყებრივ კომუნიკაციის არხში (STATE Discord) ან ( რაციის სპეციალური არხი )| ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 2.22 სავალდებულოა დეტალური საოპერაციო გეგმის მომზადება ციფრულ სივრცეში (Google Docs), სადაც მკაფიოდ გაიწერება თითოეული ერთეულის პოზიცია და დამტკიცდება უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ.
IV. კრიმინალური სტრუქტურების წესები და შეზღუდვები
- 3.1 შეტევის ქვეშ მყოფ სუბიექტს უფლება აქვს დასახმარებლად იხმოს მხოლოდ ერთი მოკავშირე ფრაქცია (ოჯახი/ბანდა), რომელთანაც ოფიციალური ალიანსი აქვს გაფორმებული. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება + სპეც. ციხე: 180-240 წუთი.
- 3.2 კრიმინალური გაერთიანება ვალდებულია დაიცვას თავისი ტერიტორია მიუხედავად იმ მომენტში აქტიური მოთამაშეების რაოდენობისა. | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
- 3.3 ოპერაციის მოახლოებისას საწყობის განზრახ დაცლა ან რესურსების მალულად გატანა აკრძალულია. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 3.4 წევრების განზრახ გათიშვა (თამაშიდან გაყვანა) მკაცრად იკრძალება. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 3.5 თუ კრიმინალურმა მხარემ წინასწარ შეიტყო მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ, ეს ინფორმაცია მკაცრად IC წესებით უნდა იყოს მოპოვებული და დასაბუთებული ვიდეომტკიცებულებით (ინფორმაციის წყაროს მითითებით და კურატორთან შეტყობინებით). | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 3.6 მოკავშირეებისთვის შეტყობინება დასაშვებია მხოლოდ IC არხებით (ტელეფონი, რაცია), რისი ვიდეოფიქსაციაც ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
- 3.7 წარმატებული თავდაცვის შემთხვევაში, კრიმინალურ ფრაქციას საჯარიმო სანქციები არ ეწერება.