
Helix IX tarafından açıldıCevap yok6 görüntülenme
ეს წესდება ვრცელდება ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე: City Hall, FIB, LSPD, LSSD, USNG, EMS, Weazel News.
1. ზოგადი ვალდებულებები:
1.1. სახელმწიფო მოხელე ვალდებულია დაიცვას შტატის კონსტიტუცია, კოდექსები და სუბორდინაცია მოქალაქეებთან.
1.2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (On-Duty) თანამშრომელს ეკრძალება კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობა (გარდა სპეც. ნებართვით BadCop ბიოგრაფიის მქონე პირებისა).
1.3. იკრძალება სახელმწიფო საწყობის (იარაღის, ჯავშანჟილეტების, მედიკამენტების) განიავება, გაყიდვა ან მესამე პირზე გადაცემა (საწყობის გაძარცვა/გატანა). [სასჯელი: Permanent Ban + განულება]
1.4. იკრძალება სამსახურებრივი ავტომობილის და ფორმის პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
2. დაკავებისა და ძალის გამოყენების პროცედურა (LSPD / LSSD / FIB / USNG):
2.1. ოფიცერი ვალდებულია დაკავებისას მოქალაქეს წაუკითხოს „მირანდას წესი“ (უფლებები) და განუმარტოს დაკავების მიზეზი.
2.2. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეჭვმიტანილი საფრთხეს უქმნის ოფიცრის ან მოქალაქის სიცოცხლეს, ან არ ემორჩილება 3 გაფრთხილებას დევნის დროს.
2.3. დაკავებულს აქვს ადვოკატის მოთხოვნის უფლება. ოფიცერი ვალდებულია დაელოდოს ადვოკატის პასუხს დეპარტამენტის რაციაში 5 წუთის განმავლობაში.
2.4. იკრძალება კრიმინალური ბანდების ბაზაზე (Title Zone) შესვლა და დაკავება სპეციალური რეიდის ორდერის გარეშე (გამონაკლისი: თუ ეჭვმიტანილი დევნის დროს შევიდა ბაზაზე).
3. EMS და Weazel News:
3.1. EMS-ის თანამშრომელი ხელშეუხებელია! მას ეკრძალება ადამიანის გაცოცხლება აქტიური სროლის (ცეცხლის) დროს, სანამ სროლა არ შეწყდება.
3.2. EMS ვალდებულია დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მოქალაქეს მიუხედავად მისი სტატუსისა.
Konu açmak ve cevap yazmak için giriş yapmalısın.