კრიმინალური ოპერაციების, ყაჩაღობისა და გატაცებების შიდა რეგლამენტი
I. ზოგადი ნორმები და შეზღუდვები
1.1 პირთა გატაცება ნებადართულია მხოლოდ შუალედში: 12:00 საათიდან – 01:00 საათამდე. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
განმარტება: რიგითი ძარცვის განხორციელება დასაშვებია ნებისმიერ დროს.
1.1.1 ძარცვისა და გატაცების პროცესში მკაცრად დაცული უნდა იყოს სერვერის ზოგადი წესები. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
1.2 კატეგორიულად იკრძალება ყაჩაღობა ან გატაცება შემდეგ ზონებში: მწვანე ზონა და მისი მიმდებარე პერიმეტრი, საცხოვრებელი სახლები და მათი მიმდებარე ტერიტორიები, სამუშაო ადგილები, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კრიმინალური სინდიკატების ბაზები (რესპები), ასევე ოჯახების ტერიტორიები.
განმარტება: მწვანე ზონიდან მსხვერპლის მოტყუებით გამოყვანა და შემდგომი ძარცვა/გატაცება მკაცრად აკრძალულია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.3 კრიმინალური ორგანიზაციებისა და ოჯახების მიერ განხორციელებული ყველა ძარცვა ან გატაცება სავალდებულოა შესრულდეს ორგანიზაციის/ოჯახის კუთვნილი ტრანსპორტით. | სპეც. ციხე: 180 წუთი.(პერსონალური ავტომობილის გამოყენება აკრძალულია).
1.3.1 მოთამაშის ძარცვა ნებისმიერი სახის ინტერიერში აკრძალულია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.(განმარტება: მოიაზრება მაღაზიებისა და მწვანე ზონაში მდებარე ფრაქციების შიდა სივრცეები).
1.3.2 ინტერიერიდან პირის ძალადობრივად გამოყვანა და გატაცება დაუშვებელია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.4 ერთდროულად დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის გატაცება ან ძარცვა. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
შენიშვნა: ერთზე მეტი პირის გატაცებისას, მომდევნო ოპერაციამდე აუცილებელია მინიმუმ 15-წუთიანი ინტერვალის დაცვა.
1.5 ნებისმიერი ყაჩაღობისა თუ გატაცების დროს, თავდამსხმელთა რაოდენობა მინიმუმ ორჯერ უნდა აჭარბებდეს მსხვერპლთა რაოდენობას. | სპეც. ციხე: 120–180 წუთი.
1.6 გატაცება ან ძარცვა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნიღბის გარეშე მკაცრად იკრძალება. | სპეც. ციხე: 180 წუთი.
1.7 ამ ტიპის კრიმინალური ქმედებების განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ ოფიციალური კრიმინალური ორგანიზაციის ან ოჯახის წევრებს. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.8 მსხვერპლის ლიკვიდაცია მყარი IC მიზეზის გარეშე აკრძალულია.
IC საფუძვლად ითვლება: დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა, მიუღებელი ქმედება, სახელმწიფო სტრუქტურისთვის გაფრთხილების მიცემა ან დამნაშავის ამოცნობა.
შენიშვნა: მსხვერპლისთვის ნიღბის ძალისხმევით მოხსნა, ვინაობის გამჟღავნება და შემდგომი ლიკვიდაცია დაუშვებელია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.9 აკრძალულია სპეციალური სამსახურების (ტაქსი, სამედიცინო ცენტრი - EMS, სამართალდამცავები) გამოძახება ან Weazel News-ში ყალბი რეკლამის გაშვება ძარცვა/გატაცების მიზნით. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.10 მსხვერპლისგან სახელმწიფო ტალღის გამოყენების მოთხოვნა აკრძალულია. (გამონაკლისი: Weazel News-ის ლიდერის ან მოადგილის გატაცება). | გაფრთხილება.
1.11 გატაცებული ან გაძარცული პირი კატეგორიულად მოკლებულია OOC ინფორმაციის გამოყენებისა და დახმარების გამოძახების უფლებას. | გაფრთხილება.
1.12 მსხვერპლის მიმართ რაიმე ფორმის უხეში, პიროვნული ან სექსუალური დამცირება იკრძალება. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
დაზუსტება: ნებადართულია მხოლოდ სტანდარტული ანიმაციის („ხელები თავზე“) მოთხოვნა. დაუშვებელია სიმღერის იძულება, ამორალური ლექსიკა ან შეურაცხმყოფელი ფრაზების ძალდატანებით თქმა. ბოდიშის მოხდა ან ფრაქციის სახელის დასახელება დამცირებად არ ითვლება.
1.13 პროცესის მიმდინარეობისას მსხვერპლთან დასაშვებია მხოლოდ მკაცრად ფუნქციური ქმედებები. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.14 ნეიტრალური ან მტრული დიპლომატიის მქონე ჯგუფების ერთობლივი გატაცება/ძარცვა იკრძალება. | სპეც. ციხე: 120 წუთი ყველა მონაწილეს / ლიდერის გაფრთხილება.
1.15 მძევლის სანაცვლოდ ნებადართულია მწვანე კორიდორის მოთხოვნა მაქსიმუმ 750 მეტრის რადიუსში.
1.16 წინასწარი OOC შეთანხმებით ან გზით მოთამაშის ძარცვა/გატაცება კატეგორიულად აკრძალულია (დაისჯება როგორც გამტაცებელი, ისე მსხვერპლი). | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება / ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
1.17 ინფორმაციის გამოძალვა უნდა აგენერირებდეს ფსიქოლოგიურ წნეხს ან ფიზიკურ ზემოქმედებას (მაგ: დანით კანის დაკაწვრა, კიდურის იმიტაცია და ა.შ.). მკაცრად იკრძალება /do ჩატის გამოყენებით კითხვების დასმა, რომელიც ეფუძნება მეორე პირის შინაგან IC გადაწყვეტილებას (მაგ: /do იმყოფება თუ არა ეს პირი კრიმინალურ ჯგუფში?). | სპეც. ციხე: 120 წუთი + გაფრთხილება.
1.18 მედიცინის თანამშრომელს (EMS) უფლება აქვს მომლაპარაკებელს ახლდეს თან მძევლების ფიზიკური მდგომარეობის შესამოწმებლად.
1.19 გამოსასყიდი მხარის მიախლოებისას ან მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტერორისტული აქტის გაგრძელება და ტერიტორიაზე გაჩერება იკრძალება. | ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
1.20 მოთხოვნების შესრულების მერე ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ; სროლის აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაშიც კი, მოწინააღმდეგის განძარცვა ან ხელმეორედ გაცოცხლება დაუშვებელია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.21 ადეკვატური მოთხოვნების საპასუხოდ, თუ მეორე მხარემ დაიწყო მათი შესრულება, სროლის წამოწყება კატეგორიულად იკრძალება (პროცესი უნდა მიყვეს RP დინებას, რის შემდეგაც ტერიტორია უნდა დატოვოთ). | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.22 ხალხმრავალ და საჯარო სივრცეებში მოთამაშეთა ძარცვა ან გატაცება იკრძალება. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
1.23 მსხვერპლისთვის რაიმე სახის ქონების, უძრავი ქონების ან ტრანსპორტის გადაცემის იძულება აკრძალულია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
1.24 გატაცების პროცესში მსხვერპლის მხრიდან PG პრინციპის დარღვევა განიხილება როგორც როლური სიტუაციიდან თავის არიდება. | სპეც. ციხე: 300 წუთი + გაფრთხილება.
1.25 მსხვერპლისთვის ფრაქციული ან დეპარტამენტის რაციის გამოყენების ძალდატანება აკრძალულია. (გამონაკლისი: რაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოლაპარაკებისა და პირობების წაყენების მიზნით). | სპეც. ციხე: 120 წუთი.
2.1.2 ძარცვის პროცესში სავალდებულოა მინიმუმ 4 ინდივიდუალური მოქმედების გათამაშება /me და /do ბრძანებების გამოყენებით. (სისტემური შეტყობინებები RP თამაშად არ ითვლება). | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
2.2 უძრავი ქონების, ავტომობილების ან საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანის მოთხოვნა მკაცრად იკრძალება. | ბანი: 3 დღე.
2.3 მძარცველთა მინიმალური რაოდენობა ძარცვისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 ადამიანს (მსხვერპლზე ორჯერ მეტი რაოდენობით). | სპეც. ციხე: 120 წუთი.
2.4 მოძრავი ავტომობილის გასაჩერებლად საჭიროა მინიმუმ 4 მძარცველი და 2 მანქანა/მოტოციკლი.
დაზუსტება: ფეხით მოსიარულეთა ან ორ/ოთხბორბლიანი მცირე ტრანსპორტის გასაძარცვად საკმარისია 1 მანქანა და 2 მძარცველი. სატვირთო ტრაილერის გასაჩერებლად აუცილებელია მინიმუმ 2 მანქანა და 4 მძარცველი.
განმარტება: მძღოლის გაჩერება იწყება ფრაზით: „გააჩერე მანქანა, ეს ყაჩაღობაა!“. კუთხეში მოქცეული მძღოლი ვალდებულია დაემორჩილოს, გააჩეროს ტრანსპორტი და განაგრძოს RP პროცესი, რომელიც სრულდება ნივთების სრულად ჩამორთმევის შემდეგ.
2.4.1 სამგზავრო მანქანის ძარცვა მოტოციკლებით მოითხოვს მინიმუმ 2 მოტოციკლს (მძიმე ტრანსპორტისთვის — მინიმუმ 4 მოტოციკლი). | სპეც. ციხე: 120 წუთი.
2.4.2 ჯგუფური ძარცვის დროს მატერიალურ პროცესს ახორციელებს მხოლოდ 1 პირი, განმეორებითი ყაჩაღობა დაუშვებელია. | გაფრთხილება.
2.6 სპეციალური სამსახურებისა და რეკლამების ძარცვის მიზნით გამოყენება აკრძალულია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
2.8 ყაჩაღობისას დასაშვებია მხოლოდ შემდეგი კატეგორიის ნივთების ამოღება: ცეცხლსასროლი იარაღი/დანა, საბრძოლო მასალა, ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება. ბრონიჯილეტისა და არალეგალური ფულის აღება მკაცრად აკრძალულია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება + ნივთის ჩამორთმევა.
2.8.1 იკრძალება ნებისმიერი აქტივის ან თანხის ამოღება სისტემური ფუნქციონალის გვერდის ავლით (მაგ: ანგარიშიდან გადმორიცხვის იძულება, ტანსაცმლის დაგდების მოთხოვნა).
2.9 ყაჩაღობის დასრულების მერე მსხვერპლის ლიკვიდაცია მყარი IC მიზეზის გარეშე აკრძალულია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
2.10 ბანდის, მაფიისა თუ ოჯახის სტატუსის მქონე პირებმა მსხვერპლის გაძარცვა უნდა განახორციელონ მკაცრად შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით (ფუნქციონალისთვის თავის არიდება ისჯება). | სპეც. ციხე: 300 წუთი + გაფრთხილება.
3.2 გამტაცებელთა მინიმალური რაოდენობა: 2 პირი 1 მსხვერპლზე (4 პირი 2 მსხვერპლზე, 6 პირი 3 მსხვერპლზე, 8 პირი 4 მსხვერპლზე — მსხვერპლთა მაქსიმალური ლიმიტია 4). | სპეც. ციხე: 120 წუთი.
3.2.1 ლიდერისა და მოადგილის გატაცებისას მოთხოვნილი ფიქსირებული ტარიფები და რესურსები შეადგენს:
ჩვეულებრივი მოქალაქე: 100,000$
სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი: 130,000$
სახელმწიფო სტრუქტურის ლიდერი / მოადგილე: 700,000$ / 350,000$
EMS: ლიდერი — 1,000 მედიკამენტი / მოადგილე — 500 მედიკამენტი
Weazel News: ლიდერი/მოადგილე — სახელმწიფო ტალღის გამოყენება ყველა წესის დაცვით.
პირობა: თანხისა და იარაღების გადაცემა ხდება RP გათამაშებით (ჩანთით ან სხვა ატრიბუტით მიტანა), რის შემდეგაც ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რესურსების გადაცემას.
ოჯახის ლიდერი / მოადგილე: ლიდერი — 300,000$ / მოადგილე — 150,000$
შენიშვნა: EMS-ის ლიდერის/მოადგილის გატაცება სამუშაო ფორმაში მკაცრად აკრძალულია.
3.3 ერთ სინდიკატს/ოჯახს დღის განმავლობაში შეუძლია ჩაატაროს მაქსიმუმ 2 გამოსასყიდზე ორიენტირებული გატაცება.
განმარტება: თითოეულ გატაცებას შორის გასული უნდა იყოს მინიმუმ 1 საათი. (ჩვეულებრივი მოქალაქეების გატაცება ლიმიტირებულია დღეში 15 ადამიანით). | სპეც. ციხე: 180 წუთი.
3.4 მძევლის გაჩერება ნებისმიერი ორგანიზაციის/ოჯახის რესპზე აკრძალულია (გამონაკლისი: მხოლოდ მაფიის წევრებს აქვთ უფლება აიყვანონ მსხვერპლი საკუთარ სინდიკატურ ბაზაზე და დააყოვნონ იქ). | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
3.5 მთელი პროცესი სავალდებულოა ჩაიწეროს ვიდეომტკიცებულებად და შენახული იყოს 72 საათის განმავლობაში (მინიმუმ 720p ხარისხით, სუფთა თამაშისა და ავტორის ხმით). | სპეც. ციხე: 120 წუთი + ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
3.6 გამოსასყიდის მიღების შემდეგ მძევალი უნდა გათავისუფლდეს 5 წუთის განმავლობაში ან ტერიტორიის დატოვებამდე. (გამონაკლისი: ნებადართულია ერთი მძევლის წამოყვანა, რომელიც მწვანე დერეფნის დასრულებამდე უნდა გათავისუფლდეს). | სპეც. ციხე: 120 წუთი ყველა მონაწილეს.
3.8 დაშვებულია მხოლოდ 1 IC გაერთიანება (ერთობლივი ქმედება ითვლება თითოეული მონაწილისთვის თითო გატაცებად). | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
3.9 გამოსასყიდი მხარე ვალდებულია ერთხელ მაინც გადაამოწმოს მძევლების ჯანმრთელობა და ზუსტი რაოდენობა.
3.10 გატაცების პროცესის განზრახ გაწელვა აკრძალულია. | სპეც. ციხე: 120 წუთი + ლიდერის გაფრთხილება + პროცესის გაუქმება.
3.11 გამოსასყიდის მოთხოვნა გატაცებიდან 15 წუთზე ნაკლებ დროში იკრძალება.
3.12 მძევლების მიმართ დამამცირებელი ქმედებების ბოროტად გამოყენება აკრძალულია (გამონაკლისი: კიდურების/თითების იმიტაცია, სხეულზე სიტყვების ამოკვეთა — არასაიტირებელ და არაამორალურ ფარგლებში). | სპეც. ციხე: 180 წუთი.
3.13 პროცესის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 1 საათი(გამონაკლისი: ორივე მხარის თანხმობა გაგრძელებაზე). | სპეც. ციხე: 120 წუთი.
3.14 იმავე პირის გამეორებითი გატაცება ყოველ 24 საათში ერთხელ იკრძალება (გამონაკლისი: თავად მსხვერპლის თანხმობა). | სპეც. ციხე: 180 წუთი.
3.15 მძევლის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია არ არის გარშემორტყმული სახელმწიფო ძალების მიერ. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
3.16 NRD წესის დაცვა სავალდებულოა ყველა მონაწილისთვის (მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მთებში სრული სიჩქარით გადაადგილება დაუშვებელია, ნებადართულია მხოლოდ მცირე ბორცვები). | სპეც. ციხე: 120 წუთი.
3.17 ოპერაციულ მენეჯმენტს უძღვება FIB, მათი არყოფნისას — LSPD, ხოლო ორივეს არყოფნის შემთხვევაში — NG ხელმძღვანელობა.
3.18 ლიდერის ან მოადგილის გატაცებისას, თავად გატაცებული პირიც ვალდებულია შეინახოს პროცესის სრული ვიდეოჩანაწერი. | ლიდერის სიტყვიერი გაფრთხილება.
3.19 სანამ მომლაპარაკებელსა და გამტაცებლებს შორის დიალოგი არ შედგება, ორივე მხრიდან ცეცხლის გახსნა ან ტერიტორიის დატოვება მკაცრად აკრძალულია. | სპეც. ციხე: 180 წუთი + ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
3.20 კრიმინალური მხარის მხრიდან არაადეკვატური მოთხოვნების დაყენების შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურას უფლება აქვს წამოიწყოს შეტაკება (კრიმინალებს პირველებს ცეცხლის გახსნა ეკრძალებათ). | სპეც. ციხე: 180 წუთი + ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
3.21 სავალდებულოა თოკის, ტომრისა და შესაბამისი რტ-ატრიბუტიკის გამოყენებით სრულფასოვანი RP თამაში. | სპეც. ციხე: 120–180 წუთი.
3.22 OOC გზით წინასწარი შეთანხმებით გატაცების დაგეგმვა იკრძალება. | გაფრთხილება ყველა მონაწილეს.
3.23 NonRP ქმედებები ან პოლიციის პროვოცირება (ბეითი, უაზრო ანიმაციები) აკრძალულია. | სპეც. ციხე: 180–300 წუთი.
3.24 გატაცების მიმდინარეობისას პერსონაჟის ვიზუალის (თმა, მაკიაჟი, ტატუ) შეცვლა იკრძალება. | ბანი: 3 დღე.
3.25 აკრძალულია მძევლის თან წაყვანა, თუ საერთო ჯამში მონაწილეობს მხოლოდ 1 მძევალი. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
3.26 მოთხოვნების წაყენება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ და აღარ ექვემდებარება ცვლილებას (გამონაკლისი: მომლაპარაკებლის მიერ სირთულის აღიარება და ორმხრივი შეთანხმება).
3.28 CID აგენტებსა და დეტექტივებს აქვთ უფლება არ გაამჟღავნონ კონფიდენციალური ოპერატიული ინფორმაცია.
3.29 მსხვერპლისთვის დასაშვებია 1-დან 3-მდე შეკითხვის დასმა (გამტაცებლები ვალდებულნი არიან წინასწარ გააფრთხილონ კითხვების რაოდენობაზე).
3.30 სექსუალური ხასიათის ძალადობით მუქარა კატეგორიულად იკრძალება. | სპეც. ციხე: 240 წუთი + გაფრთხილება.
3.31 მძევლის ლიკვიდაცია დასაშვებია მხოლოდ მყარი IC საფუძვლით (მოთხოვნების შეუსრულებლობა, შტურმის დაწყება და ა.შ.). | სპეც. ციხე: 180 წუთი + გაფრთხილება.
IV. მსხვერპლის როლური ვალდებულებები
4.1 მძღოლებს ეკრძალებათ მოძრაობის გაგრძელება, თუ გზა მთლიანად გადაკეტილია. | სპეც. ციხე: 120 წუთი.
4.2 მტრული ძალების უპირატესობისა და ხანგრძლივი ცეცხლის შემთხვევაში, მიდევნებული მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს. | სპეც. ციხე: 180 წუთი.
4.3 მსხვერპლმა სრულად უნდა გამოავლინოს მოცემულ სიტუაციაში რეალური ადამიანისთვის დამახასიათებელი შიში და ემოციები (ხმოვანი ყვირილით ან /do ბრძანებით). | სპეც. ციხე: 120–300 წუთი.
4.4 გატაცებული ლიდერი/მოადგილე/მინისტრი ვალდებულია შეინახოს პროცესის სრული ვიდეოჩანაწერი (72 საათის განმავლობაში, 720p). | სპეც. ციხე: 180 წუთი + ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
4.5 გამტაცებლების მიმართ რაიმე ფორმის აქტიური ან პასიური აგრესიის, შეურაცხყოფისა და პროვოკაციის გამოვლენა იკრძალება. | სპეც. ციხე: 180 წუთი.
V. გამოსასყიდი (სახელმწიფო) მხარის წესები
5.1 გამოსასყიდი მხარე ვალდებულია დააკმაყოფილოს ყველა ადეკვატური მოთხოვნა, გასცეს რესურსი და უზრუნველყოფილიყო გამტაცებელთა გაქცევის შესაძლებლობა. | სპეც. ციხე: 180 წუთი + ლიდერის გაფრთხილება.
5.2.1 შტურმისა და თავდასხმის დაწყება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მძევლებს რეალური საფრთხე არ ემუქრებათ (გამონაკლისი: ცეცხლი გაიხსნა კოლონაზე ან მოლაპარაკებაზე). | სპეც. ციხე: 180 წუთი + ლიდერის მკაცრი გაფრთხილება.
5.2.2 შტურმის უფლება ირთვება შემდეგი არაადეკვატური პირობების არსებობისას:
მოთხოვნილი ლიმიტების გადაჭარბებული თანხა/რესურსი;
უკვე დაწყებულ მოთხოვნებზე ახალი პირობების დამატება;
ჯავშანტექნიკის ან ვერტმფრენის მოთხოვნა;
„მწვანე დერეფნის“ პირობების დარღვევა;
პუნქტი 3.12-ის დარღვევა ან არარეალური საგნების (ანკესი, ჭიები) მოთხოვნა;
მძევლისთვის მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენება (კიდურის მოჭრა).